სტარტერი არის ელექტრო მოწყობილობა, რომელიც ძრავის ამუშავების საშუალებას იძლევა. სტარტერის ძირითადი ნაწილებია: ელექტროძრავი, წევის რელე და ქურო. წევის რელეს საშუალებით ხდება კბილანის ჩაჭიდება მქნევარას გვირგვინა კბილანასთან, ხოლო ელექტროძრავი დააბრუნებს მქნევარას და აამუშავებს ავტომობილის ძრავს.