571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 549
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მოძრაობის სიჩქარე, დისტანცია, ინტერვალი.


     საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათი საერთო გამომწვევი მიზეზია მოძრაობის დროულად შეწყვეტის შეუძლებლობა. უკვე დამტკიცებულია, რომ არსებობს „ავტოსტრადის ჰიპნოზი": სწრაფი და ლაღი მოძრაობა უბიძგებს მძღოლს სულ უფრო მეტად მოუმატოს სიჩქარე. სიჩქარის ზრდასთან ერთად იზრდება მძღოლის დაძაბულობაც. ემოციური დაძაბულობის ზრდა იწვევს მძღოლის აზროვნების დახშობას, რის გამოც მას უჭირს გარემოს აღქმა, შეფასება და სწორი მოქმედება. ამ დროს ავტომობილის დროული გაჩერება ტექნიკურად შეუძლებელი ხდება. რასაც მივყავართ საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევამდე.
     ავტომობილი ისეთი სიჩქარით უნდა ატაროთ, რომ საჭიროების შემთხვევაში დროულად გააჩეროთ იგი და თავიდან აიცილოთ საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა. უნდა გახსოვდეთ, რომ სიჩქარის ზრდასთან ერთად მკვეთრად მცირდება აუცილებელი ინფორმაციის მისაღებად საჭირო დრო და მანევრის შესასრულებლად საჭირო დრო.
     მაღალი სიჩქარით მოძრაობისას თქვენ იძულებული იქნებით იცქიროთ სულ უფრო შორს, რის გამოც წარმოიქმნება ე.წ. „გვირაბის ეფექტი" და მხედველობის არე მნიშვნელოვნად შეგეზღუდებათ. მხედველობის არე გაჩერებული ავტომობილის შემთხვევაში 120° –ია, 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას კი – 22° . ამრიგად, 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას თქვენ დაინახავთ იმ სივრცის დაახლოებით მეექვსედ ნაწილს, რომელსაც დაინახავდით გაჩერებული ავტომობილიდან.
     ინტერვალი  არის მანძილი გვერდიგვერდ მიმავალ ორ ტრანსპორტს შორის ან მანძილი ორ შემხვედრ ტრანსპორტს შორის. ინტერვალის სიდიდე უნდა შეარჩიოთ მოძრაობის სიჩქარის და საგზაო პირობების მიხედვით. მოძრაობის სიჩქარის ზრდასთან ერთად უნდა გაზარდოთ ინტერვალიც.
     დისტანცია  არის მანძილი ერთ ზოლში მოძრავ ორ ტრანსპორტს შორის. რაც მაღალია მოძრაობის სიჩქარე, მით მეტი დისტანცია უნდა დაიცვათ. მცირე დისტანციის გამო შეიძლება ვერ დაინახოთ როგორც შემხვედრი, ასევე თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები. დისტანციის გაზრდა მნიშვნელოვნად ზრდის მხედველობის არეს თქვენი ავტომობილის წინ. დისტანციის შერჩევისას გაითვალისწინეთ გზის საფარის მდგომარეობა და კლიმატური პირობები. სველ გზაზე დისტანცია 1,5 – ჯერ უნდა გაზარდოთ, ხოლო მოლიპულ გზაზე – ექვსჯერ.
     მოძრაობის სიჩქარე, დისტანცია და ინტერვალი უნდა შეარჩიოთ საკუთარი შეხედულებისამებრ ისე, რომ უზრუნველყოთ უსაფრთხო მოძრაობა.





Copyright MyCorp © 2024