champion777 - სამთო გზებზე მოძრაობა.
571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 476
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

სამთო გზებზე მოძრაობა.


     სამთო გზები ხშირად გაყვანილია რამდენიმე ათასი მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. სიმაღლის ზრდა იწვევს ატმოსფერული წნევის, კლიმატური და მეტეოროლოგიური პირობების ცვლილებას, რაც დიდ გავლენას ახდენს მძღოლის ფსიქო–ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. ჟანგბადის ნაკლებობა აძნელებს სუნთქვას და იწვევს თავის ტკივილს. გარდა ამისა დაბალი ატმოსფერული წნევის და ჟანგბადის ნაკლებობის გამო მცირდება ძრავის სიმძლავრე.
დაღმართზე მოძრაობისას ისეთი გადაცემა უნდა გამოიყენოთ, რომლის დროსაც ნაკლები დამუხრუჭება დაგჭირდებათ. ხშირი დამუხრუჭების გამო შეიძლება მუხრუჭი გამოვიდეს მწყობრიდან.
     ეცადეთ სწორად შეაფასოთ აღმართები და გადაცემის შეუცვლელად გაიაროთ ისინი. მძღოლებში გავრცელებული „მთის კანონო" ამბობს: „რომელი გადაცემითაც ადიხართ აღმართზე, იგივე გადაცემით უნდა იმოძრაოთ იმავე დაღმართზე".
     სამთო გზებზე ხშირად შეხვდებით დაკლაკნილ მონაკვეთებს, რომლებზეც აღმართ–დაღმართების გარდა ბევრი სხვადასხვა სიმკვეთრის და მიმართულების მოსახვევია. ასეთ მონაკვეთებს სერპანტინები  ეწოდება. სერპანტინზე მოძრაობისას შედარებით ძნელი გასავლელია მარჯვენა მოსახვევი, ვიდრე მარცხენა.

 

     თანამედროვე ავტომობილები აღჭურვილია საჭის და მუხრუჭის გამაძლიერებელი მოწყობილობებით. ეს მოწყობილობები ეფექტურად მუშაობენ ჩართული ძრავის შემთხვევაში, ამიტომ კატეგორიულად აკრძალულია ძრავის გათიშვა და ჩამქრალი ძრავით მოძრაობა.




Copyright MyCorp © 2016