champion777 - მოძრაობის დაწყება და შეწყვეტა
571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 476
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მოძრაობის დაწყება სწორ გზაზე.


     ავტომობილი მდორედ და ბიძგების გარეშე უნდა დაძრათ. ამ მიზნით უნდა შეასრულოთ გარკვეული ოპერაციები შემდეგი თანმიმდევრობით:

  •     მარცხენა ტერფი დაადგით გადაბმულობის სატერფულს;
  •     გადაცემათა კოლოფის ბერკეტი გადაიტანეთ ნეიტრალურ გადაცემაში და აუშვით ტერფი გადაბმულობის სატერფულს;
  •     გასაღებით აამუშავეთ ძრავი;
  •     ჩართეთ მოხვევის მარცხენა მაჩვენებელი;
  •     დაადგით მარცხენა ტერფი გადაბმულობის სატერფულს;
  •     გადართეთ გადაცემათა კოლოფის ბერკეტი პირველ გადაცემაში;
  •     თავი მოაბრუნეთ მარცხნივ და დაათვალიერეთ გზა;
  •     ოდნავ დააჭირეთ მარჯვენა ტერფი აქსელერატორის სატერფულს და გაზარდეთ ძრავის სიმძლავრე;
  •     დაუშვით სადგომი მუხრუჭი;
  •     თანაბრად აუშვით მარცხენა ტერფი გადაბმულობის სატერფულს;
  •     დაიძარით მდორე ტრაექტორიით და გამორთეთ მოხვევის მაჩვენებელი. (ვიდეო).

     მცირე სიმკვეთრის აღმართზე ავტომობილი სწორი გზის ანალოგიურად უნდა დაძრათ. ამ დროს დაგორება რომ გამორიცხოთ, სადგომი მუხრუჭის დაშვების შემდეგ დროულად და თანაბრად  აუშვით ტერფი გადაბმულობის სატერფულს.
     ავტომობილის მდორე დაძვრა დიდადაა დამოკიდებული აქსელერატორის და გადაბმულობის სატერფულების შეთანხმებულ მოქმედებაზე. დაძვრის წინ აქსელერატორს ისე უნდა დააწვეთ, რომ ტახომეტრმა (ტახომეტრი არის ხელსაწყო, რომელიც ზომავს ძრავის ბრუნთა რიცხვს. იგი განლაგებულია ხელსაწყოთა ფარზე) გვიჩვენოს 1500–2000 ბრ/წთ (ამ დროს ისარი იმყოფება 15 და 20 ნიშნულებს შორის).



     ბიძგებით დაძვრისას ავტომობილის კვანძები და დეტალები განიცდიან ძლიერ დატვირთვას, რამაც შეიძლება ისინი მწყობრიდან გამოიყვანოს. დაძვრის დროს წარმოქმნილ ბიძგებს და რყევას იწვევს გადაბმულობის სატერფულიდან ტერფის მკვეთრი აშვება. ამ დროს მოსალოდნელია ძრავის გათიშვაც.




მოძრაობის დაწყება აღმართზე.


     ციცაბო აღმართზე დაძვრის დროს ასე უნდა იმოქმედოთ:

  •     მარცხენა ტერფი დააწექით გადაბმულობის სატერფულს;
  •     გადაცემათა კოლოფის ბერკეტი გადაიტანეთ ნეიტრალურ გადაცემაში და აუშვით ტერფი გადაბმულობის სატერფულს;
  •     გასაღებით აამუშავეთ ძრავი;
  •     ჩართეთ მოხვევის მარცხენა მაჩვენებელი;
  •     დააწექით მარცხენა ტერფი გადაბმულობის სატერფულს;
  •     გადართეთ გადაცემათა კოლოფის ბერკეტი პირველ გადაცემაში;
  •     თავი მოაბრუნეთ მარცხნივ და დაათვალიერეთ გზა;
  •     დაადგით მარჯვენა ტერფი აქსელერატორის სატერფულს და გაზარდეთ ძრავის სიმძლავრე;
  •     თანაბრად აუშვით მარცხენა ტერფი გადაბმულობის სატერფულს „დაძვრის წერტილამდე" და შეაყოვნეთ ტერფი ამ მდგომარეობაში (როდესაც გადაბმულობის სატერფული „დაძვრის წერტილამდე" ამოდის, ძრავს უმცირდება ხმა, ტახომეტრის ჩვენება მცირდება და ავტომობილს აქვს მსუბუქი ბიძგი);
  •     დაუშვით სადგომი მუხრუჭი (ამ დროს ავტომობილი მდორედ დაიძვრება);
  •     აქსელერატორით მოუმატეთ ძრავს სიმძლავრე და თანაბრად აუშვით მარცხენა ტერფი გადაბმულობის სატერფულს ბოლომდე;
  •     დაიძარით მდორე ტრაექტორიით და გამორთეთ მოხვევის მაჩვენებელი.

     გაითვალისწინეთ აღმართის სიმკვეთრე. რაც უფრო ციცაბოა აღმართი, მით უფრო მეტად უნდა გაზარდოთ ძრავის სიმძლავრე (ანუ მოუმატოთ გაზი).



მოძრაობის შეწყვეტა.


     მოძრაობის  შეწყვეტა არის მძღოლის წინასწარგანზრახული მოქმედება და ოპერაციები ასეთი თანმიმდევრობით უნდა შეასრულოთ:

  •     ჩაიხედეთ მარჯვენა სარკეში და დაათვალიერეთ მარჯვენა ზოლი;
  •     ჩართეთ მოხვევის მარჯვენა მაჩვენებელი;
  •     დაათვალიერეთ ადგილი, სადაც აპირებთ გაჩერებას;
  •     დაიწყეთ მდორე გადაადგილება მარჯვნივ, სავალი ნაწილის ნაპირისაკენ;
  •     დაიწყეთ დამუხრუჭება და როდესაც სიჩქარე შემცირდება, დააწექით მარცხენა ტერფი გადაბმულობის სატერფულს ბოლომდე;
  •     გათიშეთ ძრავი და მოხვევის მაჩვენებელი;
  •     გადაცემათა კოლოფის ბერკეტი გადაიტანეთ პირველ  ან უკანა გადაცემაში;
  •     აუშვით მარცხენა ტერფი გადაბმულობის სატერფულს;
  •     ამოწიეთ სადგომი მუხრუჭი;
  •     აუშვით მარჯვენა ტერფი მუხრუჭის სატერფულს.

     იმ შემთხვევაში, თუ პირველი გადაცემით მოძრაობთ, ჯერ უნდა დააწვეთ გადაბმულობის სატერფულს და შემდეგ უნდა დაამუხრუჭოთ. ასეთ შემთხვევაში ძრავი დროულად დაშორდება წამყვან ბორბლებს და თავიდან აიცილებთ ძრავის გათიშვას.
     ციცაბო აღმართზე ან დაღმართზე მოძრაობის შეწყვეტის შემთხვევაში გარდა ზემოთ აღნიშნული ღონისძიებებისა, თქვენ უნდა მიიღოთ დამატებითი ზომები: აღმართზე გაჩერებისას გადაცემათა კოლოფის ბერკეტი გადაიტანეთ პირველ გადაცემაში, ხოლო დაღმართზე გაჩერებისას – უკანა გადაცემაში; საჭე  შემოაბრუნეთ ბორდიურისკენ, რათა დაგორების შემთხვევაში მიეყრდნოს მას. თუ ბორდიური არ არის, ბორბალს დაუდეთ ქვა, კუნძი ან სხვა რაიმე საგანი.




Copyright MyCorp © 2016