571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  აპრილი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 490
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

გადაბმა.


      გადაბმის დანიშნულებაა ძრავის ბრუნვა გადასცეს ტრანსმისიის სხვა კვანძებს, დროებით დააშოროს და მდორედ დააკავშიროს ერთმანეთს ძრავი და ტრანსმისია გადაცემების შეცვლის დროს, მდორედ დაძრას ავტომობილი ადგილიდან. გადაბმა შედგება მექანიზმისაგან და ამძრავისაგან. გადაბმის მექანიზმის ძირითადი ნაწილებია: ამყოლი დისკო და დამწოლი დისკო. გადაბმის ამძრავი შეიძლება იყოს ჰიდრავლიკური ან მექანიკური. ჰიდრავლიკურ ამძრავში გამოიყენება სამუხრუჭე სითხე. ჰიდრავლიკური ამძრავის ძირითადი ნაწილებია: სატერფული, მთავარი ცილინდრი, ავზი, მილსადენი, მუშა ცილინდრი, ჩანგალი და დამწოლი ქურო. გადაბმის სატერფულზე ტერფის დადგმისას სითხე გადაადგილდება მთავარი ცილინდრიდან მუშა ცილინდრში და აამოქმედებს დამწოლ ქუროს, რის შედეგადაც დამწოლი და ამყოლი დისკოები დაშორდება ერთმანეთს. სატერფულიდან ტერფის აშვებისას დამწოლი დისკო დააწვება ამყოლ დისკოს და მიაბჯენს მას მქნევარაზე.




     თანამედროვე ავტომობილებზე სულ უფრო ხშირად იყენებენ მექანიკურ ამძრავებს. მექანიკური ამძრავი შედარებით მარტივია. მისი ძირითადი ნაწილებია: სატერფული, ტროსი, ჩანგალი და დამწოლი ქურო. გადაბმის სატერფულზე ტერფის დადგმისას ტროსი ჩანგლის საშუალებით აამოქმედებს დამწოლ ქუროს, რის შედეგადაც დამწოლი და ამყოლი დისკოები დაშორდება ერთმანეთს. სატერფულიდან ტერფის აშვებისას დამწოლი დისკო დააწვება ამყოლ დისკოს და მიაბჯენს მას მქნევარაზე.



Copyright MyCorp © 2017