champion777 - მძღოლის ადგილი
571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 476
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მძღოლის ადგილი.


     ავტომობილში ჩაჯდომის შემდეგ თანმიმდევრობით უნდა შეასრულოთ გარკვეული ოპერაციები და შემდეგ დაიწყოთ მოძრაობა სასურველი მიმართულებით. პირველ რიგში უნდა მოირგოთ სავარძელი და საზურგე, შემდეგ უნდა გაასწოროთ უკანა ხედვის სარკეები, შეიკრათ უსაფრთხოების ღვედი და დაიწყოთ მოძრაობა.
     სავარძელი.  ავტომობილის უსაფრთხო მოძრაობაზე დიდ გავლენას ახდენს მძღოლის სავარძლის განლაგება. სავარძელში თავს უნდა გრძნობდეთ თავისუფლად და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე უნდა წვდებოდეთ მართვის ორგანოებს. ასეთ შემთხვევაში ნაკლებად დაიღლებით საკმაოდ შორ მანძილზე მგზავრობის დროსაც კი.



     თანამედროვე მსუბუქი ავტომობილის სავარძელი შეიძლება გადაადგილდეს ზემოთ და ქვემოთ, აგრეთვე წინ და უკან. სავარძელი ისე უნდა აწიოთ ან დაწიოთ, რომ კარგად ხედავდეთ საკონტროლო–საზომ ხელსაწყოებს და გზას ავტომობილის წინ.



     შემდეგ სავარძელი უნდა გადააადგილოთ წინ და უკან. შემოწმების მიზნით მარცხენა ტერფი დაადგით გადაბმულობის სატერფულს. სატერფული თავისუფლად უნდა ჩადიოდეს იატაკამდე.



     შემდეგ ისე უნდა გადახაროთ საზურგე, რომ თავისუფლად წვდებოდეთ საჭეს და მართვის სხვა ბერკეტებს. სავარძლის გასწორების შემდეგ უნდა შეიკრათ უსაფრთხოების ღვედი. (ვიდეო).



     სარკე.  მსუბუქ ავტომობილს უკანა ხედვის სარკეები განლაგებული აქვს სალონში და ორივე გვერდზე. სალონში განლაგებულ სარკეში მთლიანად უნდა ჩანდეს უკანა მინა. (ვიდეო). მარცხენა სარკეში უნდა დაინახოთ მარცხენა ზოლში მოძრავი ტრანსპორტი, ხოლო მარჯვენა სარკეში – მარჯვენა ზოლში მოძრავი ტრანსპორტი. სარკეების რეგულირების სისწორე შეიძლება შეამოწმოთ ავტომობილის მოძრაობის პროცესში. კერძოდ, გამსწრები ტრანსპორტის ანარეკლი როგორც კი გაქრება სალონში განლაგებული სარკიდან, მაშინვე უნდა გამოჩნდეს მარცხენა სარკში (ან მცირე ხნით უნდა ჩანდეს ერთდროულად ორივე სარკეში). (ვიდეო).



     სალონში განლაგებულ სარკეს აქვს სახელური, რომლითაც ხდება სარკის გადაყვანა ღამის ხედვის რეჟიმში. როდესაც სარკე იმყოფება ღამის ხედვის რეჟიმში, უკან მომავალი ტრანსპორტის ფარების სინათლე ნაკლებად შეგაწუხებთ.



     დროგამოშვებით უნდა იყურებოდეთ უკანა ხედვის სარკეებში და უნდა გქონდეთ ინფორმაცია თქვენ უკან და გვერდით ზოლებში მოძრავი ტრანსპორტის შესახებ. თუ აპირებთ მარცხენა ზოლში გადაადგილებას, წინასწარ უნდა ჩაიხედოთ მარცხენა სარკეში, ხოლო თუ მარჯვენა ზოლში აპირებთ გადაადგილებას, წინასწარ უნდა ჩაიხედოთ მარჯვენა სარკეში.
     მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქ ავტომობილზე სამი სარკეა განლაგებული, მაინც რჩება მძღოლისათვის უხილავი ზონა. ამიტომ დაძვრის წინ და ზოლებში გადაადგილების წინ თავი უნდა შემოაბრუნოთ და დარწმუნდეთ უსაფრთხოებაში.  (ვიდეო); (ვიდეო)



     უნდა გახსოვდეთ, რომ სარკეში საგნები უფრო დაშორებული ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. გადატვირთულ გზებზე მოძრაობისას ყოველი 10–15 წამის შემდეგ უნდა ჩაიხედოთ უკანა ხედვის სარკეში, ხოლო თავისუფალ გზებზე მოძრაობისას – 30–40 წამის შემდეგ.
   სატერფულები.  სატერფულები განლაგებულია მძღოლის წინ იატაკზე. ავტომობილის მართვისას უნდა გეცვათ მოხერხებული ფეხსაცმელი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ორჯერ ამცირებს დამუხრუჭების ეფექტურობას. ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს 2–3 სანტიმეტრი ქუსლი და ხისტი ძირი, რომელიც სატერფულზე არ იცურებს.
      მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილს აქვს  სამი სატერფული. მარჯვენა მხარეს განლაგებულია აქსელერატორის სატერფული(„გაზი"), შუაში – მუხრუჭის სატერფული („ტორმუზი"), ხოლო მარცხნივ – გადაბმულობის სატერფული („ცეპლენია", „კონუსი"). მარჯვენა ტერფი უნდა დაადგათ გაზის ან მუხრუჭის სატერფულს, ხოლო მარცხენა–მხოლოდ გადაბმულობის სატერფულს.(ვიდეო).(ვიდეო).

 

     ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილ ავტომობილს (ავტომატიკა) აქვს ორი სატერფული. მარჯვენა მხარეს განლაგებულია აქსელერატორის სატერფული(„გაზი"), მარცხნივ – მუხრუჭის სატერფული („ტორმუზი"). ორივე სატერფულზე უნდა დაადგათ მხოლოდ მარჯვენა ტერფი, ხოლო მარცხენა ტერფი განლაგებული უნდა იყოს იატაკზე.



    აქსელერატორის სატერფული.  აქსელერატორის სატერფულზე დაწოლისას ძრავში შედის მეტი საწვავი, რის გამოც ძრავს ემატება სიმძლავრე და ბრუნვა. ამ დროს ძრავის ხმა მაღლდება. აქსელერატორის სატერფულიდან ტერფის აშვებისას ძრავს უმცირდება სიმძლავრე და მუშაობს უქმ სვლაზე.
აქსელერატორის სატერფული საკმაოდ რბილია, ამიტომ მასზე მარჯვენა ტერფი  უნდა დააწვეთ მდორედ და მცირე სიდიდით.
   მუხრუჭის სატერფული.  მუხრუჭის სატერფული შუაშია განლაგებული. რა ძალითაც დააწვებით ტერფს მუხრუჭის სატერფულს, შესაბამისად შემცირდება მოძრაობის სიჩქარე.  მუხრუჭის სატერფულს უნდა დააწვეთ მარჯვენა ტერფის წინა მესამედი(თითების ტერფთან შეერთების ადგილი).
     გადაბმულობის  სატერფული.  გადაბმულობის სატერფული განლაგებულია მარცხნივ. მასზე უნდა დააწვეთ მარცხენა ტერფის წინა მესამედი(თითების ტერფთან შეერთების ადგილი). გადაბმულობის სატერფულით ამოქმედდება გადაბმულობის მექანიზმი, რომელიც განლაგებულია ძრავის შემდეგ და ბრუნვას გადასცემს წამყვან ბორბლებს(სხვა მოწყობილობების საშუალებით). გადაბმულობის სატერფულზე დაწოლისას ძრავის ბრუნვა აღარ გადაეცემა წამყვან ბორბლებს, ხოლო სატერფულიდან ტერფის აშვებისას ძრავის ბრუნვა ისევ გადაეცემა წამყვან ბორბლებს.
     იმისათვის, რომ ავტომობილს ბიძგები და რყევა არ ჰქონდეს, გადაბმულობის სატერფულს მდორედ და თანაბრად უნდა აუშვათ ტერფი. სატერფულის ზემოთ გადაადგილების გარკვეულ მომენტში ავტომობილი იწყებს მოძრაობას. ამ მომენტს „დაძვრის მომენტი" ეწოდება, ხოლო სატერფულის ამ მდებარეობას – „დაძვრის წერტილი".
     მარცხენა ტერფი არ უნდა გქონდეთ მოთავსებული გადაბმულობის სატერფულზე საჭიროების გარეშე, რადგან მოძრაობის პროცესში შეიძლება უნებურად დააწვეთ სატერფულს, რაც გამოიწვევს გადაბმულობის მექანიზმის დეტალების გაძლიერებულ ცვეთას და გადახურებას.
     საჭე.  საჭის საშუალებით ავტომობილი მიგვყავს ჩვენთვის სასურველი მიმართულებით. საჭის შემობრუნებით წინა ბორბლები ბრუნავს. საჭე უნდა გეჭიროთ, ზედმეტი დაძაბვის გარეშე, მაგრამ რამე წინააღმდეგობაზე გადავლისას უნდა შეძლოთ საჭის ძლიერად ჩაბღუჯვა და მისი შეკავება. საჭე უნდა მართოთ ორი ხელით, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეძლოთ ცალი ხელის გაშვება და სხვა ოპერაციის შესრულება(მაგ: გადაცემის გადართვა, ფარების ჩართვა, მინის ჩაწევა და ა.შ.). სწორ გზაზე დიდი ხნის განმავლობაში მოძრაობისას საჭეზე ხელების მდებარეობა ხშირად უნდა შეცვალოთ. ასეთ შემთხვევაში ხელები ნაკლებად დაგეღლებათ.



     მოხვევის მაჩვენებლის და საქარე მინის მწმენდის ბერკეტები განლაგებულია საჭესთან ახლოს. მათი ჩართვისას ხელი არ უნდა გაუშვათ საჭეს, საკმარისია მხოლოდ თითების გაშლა და ბერკეტის გადაადგილება.
     მოხვევისას საჭე უნდა მოზიდოთ ზემოდან ქვემოთ, ხოლო მეორე ხელი უნდა მიაყოლოთ მას. საჭის სწრაფად მობრუნების მიზნით უნდა გამოიყენოთ ხელების გადაჯვარედინების მეთოდი (ვიდეო). სწორ გზაზე მოძრაობისას, რაც უფრო მაღალია მოძრაობის სიჩქარე, მით უფრო ნელა და მდორედ უნდა აბრუნოთ საჭე, რადგან საჭის სწრაფი შემობრუნება მაღალ სიჩქარეზე იწვევს ავტომობილის მიმართულების მკვეთრ ცვლილებას. საჭე უნდა აბრუნოთ მოძრაობის პროცესში. როდესაც საჭეს გაჩერებულ ავტომობილზე აბრუნებთ, საბურავები გაძლიერებულად ცვდება და ზედმეტად იტვირთება საჭის მექანიზმის დეტალები.




Copyright MyCorp © 2016