champion777 - მექანიკური კოლოფი
571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 476
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

გადაცემების შეცვლა მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილ ავტომობილზე.



     მოძრაობის დაწყების შემდეგ თქვენ უნდა ეცადოთ რაც შეიძლება დროულად გადართოთ გადაცემათა კოლოფი უმაღლეს გადაცემაში, თუ ამის საშუალებას იძლევა საგზაო პირობები. დაბალი გადაცემით დიდხანს მოძრაობა იწვევს საწვავის გადახარჯვას, ძრავის გადახურებას, ძრავის და ტრანსმისიის ინტენსიურ ცვეთას. დაბალი გადაცემით უნდა იმოძრაოთ აღმართებზე, უგზოობის პირობებში, საცობებში და ნელი მოძრაობის აუცილებლობის სხვა შემთხვევებში.
     მოძრაობა უნდა დაიწყოთ პირველი გადაცემით, შემდეგ კი თანმიმდევრულად უნდა გადართოთ მომდევნო მაღალ გადაცემებში. გადაცემის გადართვამდე ავტომობილი კარგად უნდა გააქანოთ. მაღალ გადაცემაში ნაადრევი გადართვა იწვევს ძრავის გადატვირთვას. გადატვირთვის ნიშნებია ავტომობილის ბიძგებით მოძრაობა და ზრიალი. ძრავის ძლიერ გადატვირთვას შეიძლება მოყვეს მისი გათიშვა.
     დაბალი გადაცემიდან მაღალ გადაცემაში ასე უნდა გადართოთ:

  •     დაადგით მარჯვენა ტერფი აქსელერატორს და კარგად გააქანეთ ავტომობილი;
  •     მარცხენა ტერფი ბოლომდე დაადგით გადაბმულობის სატერფულს და აქსელერატორიდან მაშინვე აიღეთ მარჯვენა ტერფი;
  •     გადართეთ ერთით მაღალ გადაცემაში;
  •    მარჯვენა ტერფი ზომიერად დააწექით აქსელერატორს და ერთდროულად მარცხენა ტერფი თანაბრად და ბოლომდე აიღეთ გადაბმულობის სატერფულიდან.

     შემდეგ გააქანეთ ავტომობილი და გაიმეორეთ ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაციები. ასე უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ საგზაო პირობები გაძლევენ სიჩქარის მომატების საშუალებას. (ვიდეო).
      თუ ავტომობილი აღჭურვილია ტახომეტრით, მაშინ ყოველი გადართვის წინ იგი ისე უნდა გააქანოთ, რომ ტახომეტრმა გიჩვენოთ 2500 – 3500 ბრ/წთ ბენზინზე მომუშავე ძრავის შემთხვევაში, ხოლო დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავის შემთხვევაში – 1500 – 2500  ბრ/წთ (ტახომეტრი არის ხელსაწყო, რომელიც ზომავს ძრავის ბრუნთა რიცხვს). ტახომეტრის არ არსებობის შემთხვევაში შეიძლება ისარგებლოთ სპიდომეტრის ჩვენებით (სპიდომეტრი არის ხელსაწყო, რომელიც ზომავს ავტომობილის მოძრაობის სიჩქარეს) ან ძრავის ხმის მომატებით. მაგალითად მოვიყვანოთ ავტომობილი OPEL – astra, რომლის ძრავის მოცულობაა 1600 სმ³, ხოლო სიმძლავრე 55 კვტ.
     მოძრაობა უნდა დაიწყოთ პირველი გადაცემით. ავტომობილი გააქანეთ 10–20 კმ/სთ სიჩქარემდე და გადართეთ მეორე გადაცემაში; ისევ გააქანეთ ავტომობილი 30–40 კმ/სთ სიჩქარემდე და გადართეთ მესამე გადაცემაში; ისევ გააქანეთ ავტომობილი 50–60 კმ/სთ სიჩქარემდე და გადართეთ მეოთხე გადაცემაში; ისევ გააქანეთ ავტომობილი 70–80 კმ/სთ სიჩქარემდე და გარდათეთ მეხუთე გადაცემაში.
     გახსოვდეთ, რომ აღმართზე გადაცემების შეცვლისას ავტომობილი უნდა გააქანოთ უფრო მაღალ სიჩქარემდე, ვიდრე სწორ გზაზე ან დაღმართზე მოძრაობისას. მაგ:  OPEL – astra –ს შემთხვევაში პირველიდან მეორე გადაცემაში გადართვა დაღმართზე მოძრაობისას შეიძლება მოხდეს 10 კმ/სთ სიჩქარეზე, სწორ გზაზე მოძრაობისას – 20 კმ/სთ სიჩქარეზე, ხოლო აღმართზე მოძრაობისას – 30 კმ/სთ სიჩქარეზე.
     დამუხრუჭების შემდეგ ხშირად საჭირო ხდება დაბალ გადაცემაში გადართვა. თუ მოძრაობთ მეხუთე გადაცემით და დაამუხრუჭეთ, შეიძლება მოგიხდეთ ნებიმიერ დაბალ გადაცემაში გადართვა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შემცირდება ავტომობილის სიჩქარე. თუ სიჩქარე 70 კმ/სთ–ზე ნაკლები არ არის, მოძრაობა უნდა გააგრძელოთ მეხუთე გადაცემით; თუ სიჩქარე 50–70 კმ/სთ ზღვრებამდე შემცირდა, უნდა გადართოთ მეოთხე გადაცემაში; თუ სიჩქარე 30–50 კმ/სთ ზღვრებამდე შემცირდა, უნდა გადართოთ მესამე გადაცემაში; თუ სიჩქარე 10–30 კმ/სთ ზღვრებამდე შემცირდა, უნდა გადართოთ მეორე გადაცემაში; თუ სიჩქარე 10 კმ/სთ–ზე დაბლა დაეცა, უნდა გადართოთ პირველ გადაცემაში;
     სიჩქარის ზემოთ მოყვანილი სიდიდეები მიახლოებითია და შეიძლება შეიცვალოს საგზაო პირობების, ავტომობილის ძრავის მოცულობის და სიმძლავრის ცვლილების მიხედვით.




Copyright MyCorp © 2016