champion777 - ძრავის ამუშავება და გათიშვა
571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 476
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძრავის ამუშავება და გათიშვა.



     დილით, ძრავის ამუშავების წინ უნდა შეამოწმოთ ზეთის და გამაგრილებელი სითხის დონე ძრავში. შემდეგ უნდა აამუშაოთ ძრავი და შეათბოთ იგი. ამისათვის გადაცემათა კოლოფის ბერკეტი გადაიტანეთ ნეიტრალურ გადაცემაში და აამუშავეთ ძრავი გასაღების საშუალებით. გასაღები უნდა გადაატრიალოთ საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით. თუ ძრავი არ ამუშავდა 10 წამის განმავლობაში, დაიცადეთ არანაკლებ 20 წამი და შემდეგ ისევ ცადეთ ძრავის ამუშავება. სამი წარუმატებელი ცდის შემდეგ უნდა დაიცადოთ რამდენიმე წუთი, წინააღმდეგ შემთხვევაში აკუმულატორთა ბატარეა შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან. (ვიდეო).
       ამუშავების შემდეგ ძრავი ნებისმიერ ამინდში უნდა შეათბოთ არანაკლებ 50°C ტემპერატურამდე. ამ დროს საკონტროლო ხელსაწყოზე ისარი უნდა გადაცდეს ლურჯ ნიშნულს. ცივი ძრავით მოძრაობისას ხდება საწვავის გადახარჯვა, ავტომობილს აქვს ბიძგები, ძრავი ვერ ანვითარებს სიმძლავრეს და გაძლიერებულად ცვდება. მოძრაობის დროს უნდა აკონტროლოთ ისრის მდებარეობა საკონტროლო შკალაზე. იგი არ უნდა გადავიდეს წითელ ზონაზე. ამ დროს გამაგრილებელი სითხის ტემპერატურა საგანგაშოა და უნდა შეწყვიტოთ მოძრაობა.




     ძრავის გათიშვის მიზნით გასაღები უნდა გადაატრიალოთ საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს. ამ დროს შეწყდება დენის მიწოდება და ძრავი გაითიშება.
     ზეთის დონე უნდა შეამოწმოთ დილით ძრავის ამუშავებამდე ან ძრავის  გათიშვიდან ხუთი წუთის შემდეგ, როდესაც ზეთი ჩაწურულია კარტერის ხუფში. ზეთის დონის შესამოწმებლად ძრავში მოთავსებულია სპეციალური ცეცი. ცეცი უნდა ამოიღოთ, გაწმინდოთ და ისევ ჩაუშვათ თავის ადგილზე. ამის შემდეგ ხელმეორედ ამოიღეთ ცეცი და შეხედეთ დანაყოფებს.

    

     ზეთის დონე უნდა იყოს მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის. თუ საჭიროა დავამატოთ ზეთი.
 

     გამაგრილებელი სითხის დონე მკაფიოდ ჩანს გაფართოების ავზზე, რომელზეც არის ნიშნულები (მინიმუმი და მაქსიმუმი). სითხის დონე უნდა იყოს ნიშნულებს შორის. სითხე უნდა დაამატოთ ძრავის გათიშვიდან 5 წუთის შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ ცხელი სითხის გაშხეფა.

   




Copyright MyCorp © 2016