571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 549
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძრავი.


       თანამედროვე საავტომობილო ძრავებში საწვავის დაწვა მიმდინარეობს ცილინდრების შიგნით, ამიტომ ასეთ ძრავებს შიგაწვის ძრავებს უწოდებენ. შიგაწვის ძრავებში საწვავად გამოიყენება ბენზინი, დიზელის საწვავი, ბუნებრივი აირი ან თხევადი აირი. საავტომობილო ძრავში წვის პროცესი მიმდინარეობს ოთხი ტაქტის განმავლობაში, ამიტომ მათ ოთხტაქტიან ძრავებს უწოდებენ. ძრავი შედგება ორი მექანიზმისაგან და ხუთი სისტემისაგან.
       მექანიზმებია: 1. აირგამანაწილებელი მექანიზმი; 2. მრუდმხარა–ბარბაცა მექანიზმი.
       სისტემებია: 1. გაგრილების სისტემა; 2. შეზეთვის სისტემა; 3. კვების სისტემა; 4. გამომშვები სისტემა; 5. ანთების სისტემა.  ვიდეო
      საავტომობილო ძრავების ცილინდრებში სამუშაო პროცესი მიმდინარეობს ოთხი ტაქტის განმავლობაში. ეს ტაქტებია: 1. შეშვება , 2. კუმშვა, 3. მუშა სვლა, 4. განდევნა.
      1. შეშვების დროს საწვავი ნარევი(ბენზინის და ჰაერის ნარევი) შედის ცილინდრებში;
      2. კუმშვის დროს საწვავი ნარევი იკუმშება;
      3. მუშა სვლის დროს მიმდინარეობს საწვავი ნარევის წვა და ენერგიის გამოყოფა, რომელიც ამუშავებს ძრავს.
      4. განდევნის დროს ნამწვი აირები გამოიყოფა ატმოსფეროში.



Copyright MyCorp © 2024