571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  ოქტომბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 552
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

თოვლში მოძრაობა.


     ზამთარში გზა ხშირად დაფარულია თოვლით, ნამქერით და ყინულით. ახალ თოვლზე მოძრაობა შედარებით იოლია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თოვლის ქვეშ გზა შეიძლება მოყინული იყოს.


 
     ღრმა თოვლში განსაკუთრებით თანაბრად იმოძრავეთ, დროულად ჩართეთ დაბალი გადაცემა, მოერიდეთ მკვეთრ აჩქარებას და მკვეთრ შენელებას, აგრეთვე საჭის მკვეთრ შემობრუნებას. ავტომობილი ატარეთ გაკვალულ გზაზე და არ გადაუხვიოთ აუცილებლობის გარეშე. თუ გზის მცირე მონაკვეთი დაფარულია ნამქერით, გაიარეთ იგი სიჩქარის მომატებით, მაგრამ არ დაუშვათ „ბუქსაობა". თუ ავტომობილმა „ბუქსაობა" დაიწყო, დაბრუნდით უკან და თავიდან ცადეთ გავლა თქვენ მიერ გაკვალულ გზაზე.



    თუ მოძრაობა შეუძლებელია, ნიჩბით გადახვეტეთ გზა. რაც უფრო დიდხანს „აბუქსავებთ" ავტომობილს, მით უფრო ღრმად ჩაეფლობა იგი და გაგიჭირდებათ მისი ამოყვანა. ავტომობილის დაძვრა გაგიადვილდებათ, თუ წამყვანი ბორბლების წინ დაყრით ქვებს, ხის ტოტებს, ბრეზენტის ნაჭრებს და სხვა მკვრივ საგნებს. საერთოდ კი გახსოვდეთ, რომ თუ დიდ მანძილზე მოგიწევთ თოვლიან ან მოყინულ გზაზე მოძრაობა, უმჯობესია გამოიყენოთ ჯაჭვები ან კოტებიანი საბურავები.






Copyright MyCorp © 2024