571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  ოქტომბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 552
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

გადაცემების შეცვლა ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილ ავტომობილზე.


       ავტომატურ გადაცემათა კოლოფში წინა გადაცემების შეცვლა ხდება ავტომატურად, მძღოლის მონაწილეობის გარეშე. გადაცემების გადართვას ხელმძღვანელობს ელექტრონული ბლოკი. ავტომატური გადაცემათა კოლოფის ბერკეტი შეიძლება იმყოფებოდეს რამდენიმე მდგომარეობაში: P – პარკირება; R – უკუსვლა; D – წინსვლა; N – ნეიტრალური გადაცემა; 3 ; 2 ; 1 .
    „ P „   მდგომარეობაში კოლოფი ბლოკირებულია. მოძრაობის შეწყვეტის შემდეგ ბერკეტი უნდა გადავიტანოთ ამ მდგომარეობაში;
    „ R „     მდგომარეობაში შესაძლებელია უკუსვლით მოძრაობა;
    „ N „    მდგომარეობაში (ნეიტრალური გადაცემა) ბერკეტი უნდა იმყოფებოდეს მაშინ, როდესაც ავტომობილი გაჩერებულია, ხოლო ძრავი მუშაობს. მაგ: დილით ძრავის შეთბობის მიზნით, შუქნიშნის წინ დგომისას მწვანე სიგნალის მოლოდინში და სხვა.
    „ D „  მდგომარეობაში უნდა იყოს ბერკეტი, როდესაც წინ ვმოძრაობთ. ამ დროს გადაცემები ავტომატურად გადაირთვება 1–დან მე–4 გადაცემებში;
    „ 3 „    მდგომარეობაში კოლოფი გადაირთვება 1–დან მე–3 გადაცემებში;
    „ 2 „    მდგომარეობაში კოლოფი გადაირთვება 1–დან მე–2 გადაცემებში;
    „ 1 „    მდგომარეობაში კოლოფი იქნება მხოლოდ პირველ გადაცემაში.

     გადაცემათა კოლოფის ბერკეტზე შეიძლება განლაგებული იყოს ღილაკი „ S „ , რომელსაც გადაცემათა კოლოფი გადაჰყავს სპორტულ რეჟიმზე. ფიფქის( * ) მსგავსი ღილაკის საშუალებით კოლოფი გადადის ზამთრის რეჟიმზე.
     ბერკეტის გადაადგილების წინ უნდა ამოწიოთ ბერკეტზე არსებული სახელური და შემდეგ შეცვალოთ გადაცემა. ზოგიერთ ავტომობილზე სახელურის ნაცვლად ბერკეტის თავზე გვერდიდან ღილაკია განლაგებული და გადაცემის შეცვლის წინ მას უნდა დააჭიროთ თითი.
სხვადასხვა საავტომობილო ქარხნის მიერ გამოშვებული გადაცემათა კოლოფები კონსტრუქციულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და აღნიშვნებიც სხვადასხვა აქვთ.
     
ძრავის ამუშავების წინ მარჯვენა ტერფი დაადგით მუხრუჭის სატერფულს. გადაცემათა კოლოფის ბერკეტი ამ დროს უნდა იმყოფებოდეს „ P „ ან „ N „ მდგომარეობაში. როდესაც ძრავი ამუშავდება, ბერკეტი გადაიტანეთ „ D „ მდგომარეობაში და მარჯვენა ტერფი აუშვით მუხრუჭის სატერფულს. მუხრუჭის განთავისუფლებისთანავე ავტომობილი დაიწყებს მოძრაობას. ამის შემდეგ მარჯვენა ტერფი გადაიტანეთ აქსელერატორის სატერფულზე და სასურველი სიჩქარით ატარეთ ავტომობილი. გადაცემები შეიცვლება ავტომატურად მოძრაობის სიჩქარის მიხედვით.

       ტიპტრონიკი.  ტიპტრონიკი ისეთი გადაცემათა კოლოფია, რომელშიც გადაცემების შეცვლა შესაძლებელია როგორც ავტომატურად, ასევე მძღოლის მიერ. ჩვეულებრივ რეჟიმში წინა გადაცემები ავტომატურად იცვლება, მაგრამ თუ გსურთ გადაცემების ხელით შეცვლა, ბერკეტი „ D „ მდგომარეობიდან უნდა გადაწიოთ მარჯვნივ. ამის შემდეგ ბერკეტის წინ გადაადგილება (+) გამოიწვევს ერთით მაღალი გადაცემის ჩართვას, ხოლო უკან (–) გადაადგილება გამოიწვევს ერთით დაბალი გადაცემის ჩართვას. გადაცემების გადართვის აუცილებლობას მიგახვედრებთ ტახომეტრი ან ძრავის ხმის ზრდა.
თუ ბერკეტს გადაწევთ მარცხნივ, იგი დაიკავებს „ D „ მდგომარეობას და ამის შემდეგ გადაცემები ავტომატურად შეიცვლება.












Copyright MyCorp © 2024