571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  ოქტომბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 552
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
 
ზოლის შეცვლა.


     მოძრაობის პროცესში ხშირად მოგიწევთ ზოლის შეცვლა სხვადასხვა მიზეზის გამო. სურათზე წითელი ავტომობილის მძღოლი ასრულებს ზოლის შეცვლას.

 

     ზოლი ასე უნდა შეიცვალოთ:

  •     ჩართეთ მოხვევის შესაბამისი მაჩვენებელი;
  •     უკანა ხედვის სარკეებში დაათვალიერეთ ის ზოლი, რომელშიც აპირებთ გადაადგილებას;
  •     თუ ზოლი თავისუფალია მდორედ დაიწყეთ გადაადგილება;
  •     როდესაც აღმოჩნდებით სასურველ ზოლში, გამორთეთ მოხვევის მაჩვენებელი.
  •     რამდენიმე ზოლზე გადაადგილების შემთხვევაში, მოხვევის მაჩვენებელი მუდმივად უნდა გქონდეთ ჩართული და ისე უნდა გადაადგილდეთ სასურველ ზოლზე, რომ თითოეულ ზოლზე იმყოფებოდეთ არანაკლებ 5 წამისა.

     არის შემთხვევები, როდესაც გვერდიგვერდ ზოლებში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ერთდროულად რთავენ მოხვევის მაჩვენებელს და სურვილი აქვთ გადაინაცვლონ ერთმანეთის მიერ დაკავებულ ზოლებში. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა მარჯვენა ზოლზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მარცხენა ზოლზე მოძრავმა მძღოლმა ოდნავ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა მარჯვენა ზოლზე მოძრავი მძღოლი მიხვდეს, რომ უთმობენ გზას.


მოხვევა.


     მოხვევა ისეთი მანევრია, როდესაც ტრანსპორტი ერთი გზიდან გადადის გადამკვეთ გზაზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე. თეთრი ავტომობილის მძღოლი ასრულებს მარჯვნივ მოხვევას, წინა მოტოციკლის მძღოლი ასრულებს მარცხნივ მოხვევას.

 

     ეს მანევრი ძირითადად სრულდება გზაჯვარედინებზე. მარცხნივ მოხვევა სრულდება უკიდურესი მარცხენა ზოლიდან, ხოლო მარჯვნივ მოხვევა – უკიდურესი მარჯვენა ზოლიდან. მოხვევა შეიძლება შესრულდეს სხვა ზოლიდანაც, თუ ამის უფლებას იძლევა საგზაო ნიშანი ან საგზაო მონიშვნა.
     მოხვევის წინ უნდა შეამციროთ სიჩქარე, ჩართოთ შესაბამისი გადაცემა, შესაბამისი მოხვევის მაჩვენებელი და მოსახვევი გაიაროთ თანაბარი სიჩქარით. მეტი უსაფრთხოებისათვის საჭე უნდა მართოთ ორივე ხელით. მოსახვევის დასრულებისას გაასწორეთ საჭე და აქსელერატორზე მდორე დაწოლით გაზარდეთ სიჩქარე.

მობრუნება.


     მობრუნება ისეთი მანევრია, როდესაც მძღოლი საწინააღმდეგოდ (180°–ით) იცვლის მოძრაობის მიმართულებას იმავე გზაზე. მობრუნება შეიძლება შესრულდეს როგორც გზაჯვარედინზე, ასევე გზაჯვარედინის გარეთ. სურათზე წითელი ავტომობილის მძღოლი მობრუნებას გზაჯვარედინზე ასრულებს. მობრუნების შემდეგ მას უფლება აქვს შევიდეს ნებისმიერ ზოლზე.

 

     გზაჯვარედინზე მობრუნების წინ უნდა ჩართოთ მოხვევის მარცხენა მაჩვენებელი, გადაადგილდეთ უკიდურეს მარცხენა ზოლზე, გზა დაუთმოთ შემხვედრ ტრანსპორტს და დროულად მობრუნდეთ. ვიწრო გზაზე მობრუნებისას საჭირო ხდება უკუსვლის გამოყენება. ასეთ  გზაზე მობრუნება შეიძლება მოხდეს რამდენიმე ხერხით. ქვედა სურათზე ნაჩვენებია ოთხი ასეთი ხერხი.

 

უკუსვლა.


     უკუსვლა საკმაოდ რთული მანევრია და მძღოლისაგან დიდ ყურადღებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსუბუქ ავტომობილს უკანა ხედვის სამი სარკე აქვს, უმჯობესია შემობრუნდეთ და ისე შეასრულოთ უკუსვლა. უნდა გახსოვდეთ, რომ სარკეში ყველაფერი უკუღმა ჩანს. სფერული სარკეები საკმაოდ ამახინჯებენ რეალობას და  საგნები უფრო დაშორებული გვეჩვენება. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ უკუსვლა უსაფრთხო იქნება, ჩამოდით ავტომობილიდან და კარგად დაათვალიერეთ გზა ავტომობილის უკან ან ისარგებლეთ სხვა პირის დახმარებით. უკუსვლით მოძრაობისას თუ ავტომობილის უკანა ნაწილი უახლოვდება დაბრკოლებას, საჭე შემოაბრუნეთ დაბრკოლების საწინააღმდეგო მხარეს, ხოლო თუ წინა ნაწილი უახლოვდება დაბრკოლებას, საჭე შემოაბრუნეთ დაბრკოლების მხარეს.

 

     უკანა გადაცემის კბილანას სინქრონიზატორი არ გააჩნია, ამიტომ უკანა გადაცემაში გადართვისას ავტომობილი უძრავი უნდა იყოს. უკუსვლით მოძრაობისას საჭის მარჯვნივ შემობრუნება იწვევს ავტომობილის მარჯვნივ გადაადგილებას, ხოლო საჭის მარცხნივ შემობრუნება – მარცხნივ გადაადგილებას. არ დაგავიწყდეთ, რომ ავტომობილის ცხვირი ამ დროს საწინააღმდეგო მხარეს მიემართება და საჭიროა წინ გახედვაც.


გასწრება.


     გასწრების დროს გამსწრები ტრანსპორტი გადადის მეზობელ ზოლში და წინ ჩაუდგება მანამდე მის წინ მიმავალ ტრანსპორტს.

 

     გასწრება არის ერთ–ერთი ძნელად შესასრულებელი მანევრი, რომელიც მოითხოვს დიდ ყურადღებას და სიტუაციის სწრაფად შეფასებას. გასწრების დაწყების წინ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ: ქვეითთა გადაადგილება, გასასწრები და შემხვედრი ტრანსპორტის სიჩქარე და მათი დაშორება საკუთარი ავტომობილისგან, გასასწრები ტრანსპორტის რაოდენობა, გზის საფარის მდგომარეობა გასწრების ზონაში და სხვა.
      გზის დათვალიერება უნდა დაიწყოთ 100–200 მეტრით ადრე. როდესაც დარწმუნდებით გასწრების უსაფრთხოებაში, ჩართეთ მოხვევის მაჩვენებელი და გაზარდეთ სიჩქარე. როდესაც გასასწრებ ტრანსპორტს მიუახლოვდებით 25–30 მეტრ დისტანციაზე, დაიწყეთ მარცხენა ზოლზე გასვლა. როდესაც გასასწრებ ტრანსპორტს გასცდებით არანაკლებ 20 მეტრით, ჩართეთ მოხვევის მარჯვენა მაჩვენებელი და დაუბრუნდით მარჯვენა ზოლს.

 

     თუ რაიმე მიზეზის გამო გიჭირთ გასწრების შესრულება და მოგიწევთ დაბალ გადაცემაში გადართვა, მაშინ უმჯობესია შეამციროთ სიჩქარე, დაუბრუნდეთ ადრე დაკავებულ ზოლს და დაელოდოთ გასწრების ხელსაყრელ პირობებს.
     მოძრაობის წესები ნებას გაძლევენ გაასწროთ რამდენიმე ტრანსპორტს ერთდროულად. გასწრებისას უნდა დაიცვათ 1–1,5 მეტრი ინტერვალი.

 

     ინტერვალი მაქსიმალურად უნდა გაზარდოთ დიდგაბარიტიანი და მისაბმელიანი ტრანსპორტის გასწრებისას. სველ გზაზე მოერიდეთ გასწრებას, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში გასწრების წინ ჩართეთ მინის მწმენდები, რადგან მოსალოდნელია საქარე მინის დაფარვა გასასწრები ტრანსპორტის ბორბლებიდან ასხლეტილი შხეფებით.
     თუ თქვენ გასწრებენ, ხელი არ უნდა შეუშალოთ გამსწრებ მძღოლს და საჭიროების შემთხვევაში უნდა შეამციროთ სიჩქარე, რათა გამსწრებმა მძღოლმა დროულად დაასრულოს გასწრება. ასევე უნდა მოიქცეთ, როდესაც შემხვედრი მხრიდან მომავალ ტრანსპორტს უჭირს გასწრების დამთავრება.


დაბრკოლების შემოვლა და შემხვედრი გვერდის აქცევა.


     დაბრკოლების შემოვლა საკმაოდ ადვილი შესასრულებელია, მაგრამ გამოუცდელმა მძღოლმა შეიძლება თავი ვერ გაართვას უეცრად წარმოქმნილ საფრთხეს. თქვენ დროულად უნდა შენიშნოთ დაბრკოლება და შორიდან დაიწყოთ მეზობელ ზოლზე გადაადგილება. რაც უფრო მიუახლოვდებით დაბრკოლებას, მით უფრო შეგეზღუდებათ მხედველობის არე და გაგიჭირდებათ დაბრკოლების შემოვლა.

 

     განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ ახლად გაჩერებული სამარშრუტო ტრანსპორტის შემოვლისას, რადგან მოსალოდნელია ქვეითების უეცარი გამოჩენა სავალ ნაწილზე.
     საკმაოდ სახიფათოა მსხვილგაბარიტიანი და სწრაფად მოძრავი შემხვედრი ტრანსპორტის გვერდის აქცევა. ამ დროს მოსალოდნელია ჰაერის ძლიერი ნაკადის წარმოქმნა, რომელმაც შეიძლება შეგაცვლევინოთ მოძრაობის მიმართულება. ამიტომ, თუ ასეთი ტრანსპორტი გიახლოვდებათ წინასწარ გაზარდეთ ინტერვალი და შეამცირეთ სიჩქარე უსაფრთხო სიდიდემდე.




Copyright MyCorp © 2024