571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  ოქტომბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 552
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მოლიპულ გზაზე მოძრაობა.


     გზა მოლიპული შეიძლება იყოს: ზამთარში ყინვის დროს; შემოდგომით ფოთოლცვენის დროს; ზაფხულში, როდესაც სიცხისაგან დნება ასფალტის შემადგენელი ნივთიერება ბიტუმი; დილით, როდესაც ნისლია ჩამოწოლილი; წვიმის დაწყებისას; როდესაც გზა ქვებითაა მოკირწყლული; როდესაც გზა გაცვეთილია.
     გაითვალისწინეთ, რომ მოლიპულ გზაზე სამუხრუჭე მანძილი იზრდება, ამიტომ სიჩქარე უნდა შეამციროთ და გაზარდოთ დისტანცია და ინტერვალი. მოლიპულ გზაზე ავტომობილი განსაკუთრებით მდორედ დაძარით. ჩვეულებრივ პირობებში მსუბუქი ავტომობილი პირველი გადაცემით უნდა დაძრათ, მოლიპულ გზაზე კი – მეორე გადაცემით. გადაბმულობის სატერფული გამოუშვით „დაძვრის წერტილამდე", ამ მდგომარეობაში შეაყოვნეთ რამდენიმე წამი და როდესაც ავტომობილი კარგად დაიძვრება, გადაბმულობის სატერფულიდან მდორედ აუშვით ტერფი ბოლომდე. დაძვრის ასეთი ხერხის გამოყენება თავიდან აგაცილებთ ავტომობილის „ბუქსაობას".

 

     ისეთი სიჩქარით იმოძრავეთ, რომ იშვიათად დაგჭირდეთ მუხრუჭის გამოყენება. სიჩქარის შესამცირებლად გამოიყენეთ ძრავით დამუხრუჭება და თუ  მუშა მუხრუჭი აუცილებელია, გამოიყენეთ დამუხრუჭების წყვეტილი ან საფეხურებრივი მეთოდი. თუ უეცრად აღმოჩნდით მცირე სიგრძის მოლიპულ უბანზე, გაიარეთ იგი სიჩქარის შეუცვლელად.
     მოლიპულ გზაზე განსაკუთრებით სახიფათოა მოსახვევებში მოძრაობა, რადგან ავტომობილის მოცურებაა მოსალოდნელი. ასეთ სიტუაციაში უკანა წამყვანხიდიანი და წინა წამყვანხიდიანი ავტომობილის მართვისას განსხვავებულად უნდა იმოქმედოთ. თუ უკანა წამყვანხიდიან ავტომობილს მართავთ, მოცურების დაწყებისას საჭე უნდა შემოაბრუნოთ მოცურების მხარეს და აქსელერატორიდან ტერფის აღებით უნდა შეამციროთ სიჩქარე. არავითარ შემთხვევაში არ დაამუხრუჭოთ და არ დაადგათ ტერფი გადაბმულობის სატერფულს. წინა წამყვანხიდიანი ავტომობილის მართვისას მოცურებას ისევე შეიგრძნობთ, როგორც უკანა წამყვანხიდიანი ავტომობილის მართვისას, მაგრამ პრინციპულად განსხვავებულად უნდა მოიქცეთ. კერძოდ, მოცურების დაწყებისას უნდა გაზარდოთ საწვავის მიწოდება ანუ მოუმატოთ გაზი და საჭის საშუალებით შეინარჩუნოთ მოძრაობის მიმართულება.

 

     ორივე ზემოთ მოცემულ შემთხვევაში დამუხრუჭებით გამოწვეული მოცურებისას, უნდა შევწყვიტოთ დამუხრუჭება.
     დაუსახლებელ პუნქტებში გამავალი გზის შემადგენლობაში შედის გზისპირი, რომელიც გრუნტიანი ზოლია და გამოიყენება მექანიკური ტრანსპორტის გაჩერებისა და დგომისათვის.
წვიმაში გზისპირი ძალიან მოლიპული ხდება, რის გამოც  საშიშია მასზე გადასვლა და დამუხრუჭება.

 

    გზისპირზე გაჩერებისას მოცურების თავიდან აცილების მიზნით  სავალ ნაწილზე უნდა შეამციროთ სიჩქარე და დაბალი სიჩქარით გადახვიდეთ გზისპირზე.  გზისპირიდან სავალ ნაწილზე დაბრუნებისას ოციოდე მეტრი გაიარეთ დაბალი სიჩქარით პროტექტორების გასუფთავების მიზნით.




Copyright MyCorp © 2024