571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 548
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მოძრაობა სიბნელეში და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში.


     ავტომობილის მართვა სიბნელეში ძალზე ძნელია შეზღუდული ხილვადობის გამო. ამ დროს მოძრაობის უსაფრთხოება დამოკიდებულია ფარებით განათებულ მანძილზე. ავტომობილის ფარები გზის მხოლოდ ნაწილს ანათებენ. ფარების კონსტრუქცია უზრუნველყოფს გზის განათებას შორი განათების შემთხვევაში დაახლოებით  100 მეტრზე და ახლო განათების შემთხვევაში – 40 მეტრზე. როდესაც შორი განათებაა ჩართული მოძრაობის უსაფრთხო სიჩქარეა არაუმეტეს 85 კმ/სთ, ხოლო ახლო განათების შემთხვევაში არაუმეტეს – 55 კმ/სთ.

 

     სიბნელეში მოძრაობისას საგნები განათებულ ზონაში უეცრად ჩნდებიან; მძღოლს დიდი დრო ჭირდება მათ აღსაქმელად; მძღოლის რეაქციის დრო დაახლოებით ორჯერ იზრდება; ფერების აღქმა თითქმის შეუძლებელია; ობიექტების გარჩევა გზის ფონზე გაძნელებულია და მძღოლს ისინი უფრო დაშორებული ეჩვენება; საგნების კონტურები გადღაბნილია; ფარების სინათლეზე მათი ფორმა მახინჯდება და ძნელი აღსაქმელი ხდება. (ვიდეო).
     ადამიანის თვალი ძალზე მგრძნობიარე ორგანოა. იგი კარგად არჩევს საგნებს როგორც მზით განათებულ სივრცეში, ასევე ვარსკვლავებიან ღამეში, მაგრამ თვალს არ შეუძლია სწრაფი ადაპტაცია განათების ინტენსივობის შეცვლისას. სინათლის სიკაშკაშის ხშირი ცვლილება სწრაფად ღლის მძღოლის მხედველობას და იწვევს ნერვული სისტემის გადატვირთვას. სინათლიდან სიბნელეში ან პირიქით გასვლისას მძღოლი პრაქტიკულად ვერაფერს ხედავს. მძღოლის ამ მდგომარეობას „თვალის მოჭრა" ან „დაბრმავება" ეწოდება. ეს სიბრმავე გრძელდება არანაკლებ 3 წამი. ამ დროის განმავლობაში 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გაივლის არანაკლებ 60 მეტრს. ფაქტიურად მძღოლი ამ მანძილს გაივლის მხედველობის გარეშე.

 

     „დაბრმავება" რომ აიცილოთ თავიდან,  როდესაც შემხვედრი ტრანსპორტი მოგიახლოვდებათ არანაკლებ 150 მეტრზე, შორი განათება  გადართეთ ახლოზე. ფარების გადართვის წინ კარგად დაათვალიერეთ გზა და სიჩქარე შეამცირეთ უსაფრთხო სიდიდემდე. არ უყუროთ შემხვედრი ტრანსპორტის ფარებს. როდესაც შემხვედრი ტრანსპორტი ჩაგივლით, შეგიძლიათ ჩართოთ შორი განათება.
     თუ შემხვედრი ტრანსპორტის მძღოლმა დროულად არ გადართო შორი განათება, ფარების აციმციმებით მიახვედრეთ იგი, რომ მისი ფარები გაწუხებთ. თუ მაინც არ ჩააქრო შორი განათება და თვალი მოგეჭრათ, მაშინ ზოლის შეუცვლელად შეამცირეთ სიჩქარე, გაჩერდით და ჩართეთ ავარიული შუქურები. მხედველობის აღდგენის შემდეგ განაგრძეთ მოძრაობა და გამორთეთ ავარიული შუქურები.
     გახსოვდეთ, რომ თქვენმა ფარებმა შეიძლება „დააბრმაოს" როგორც შემხვედრი, ასევე თქვენ წინ მიმავალი ტრანსპორტის მძღოლი მისი ტრანსპორტის უკანა ხედვის სარკიდან, ამიტომ როდესაც მიუახლოვდებით წინ მიმავალ ავტომობილს არანაკლებ 150 მეტრზე, შორი განათება გადართეთ ახლოზე.
     გასწრების დროს არანაკლებ 150 მეტრზე რომ მიუახლოვდებით გასასწრებ ტრანსპორტს, შორი განათება გადართეთ ახლოზე. როდესაც გასასწრები ტრანსპორტის გვერდზე აღმოჩნდებით, ახლო განათება გადართეთ შორზე,  გასცდით მას არანაკლებ 20 მეტრზე და დაიწყეთ მარჯვენა ზოლზე დაბრუნება.
     როდესაც თქვენ გასწრებენ, ხელი არ შეუშალოთ გამსწრებ ტრანსპორტს სიჩქარის მომატებით ან სხვა რაიმე მანევრით. როდესაც გამსწრები ტრანსპორტი თქვენ გვერდით აღმოჩნდება, შორი განათება ახლოზე გადართეთ. როდესაც გამსწრები ტრანსპორტი 150 მეტრზე გაგცდებათ, ახლო განათება გადართეთ შორზე.
     ღამით აღმართებზე, დაღმართებზე და მოსახვევებში მოძრაობისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება უცებ მოხვდეთ „დაბრმავების" ზონაში, ამიტომ სანამ შემხვედრი ტრანსპორტის პირისპირ აღმოჩნდებით წინასწარ გადართეთ შორი განათება ახლოზე.

 

     ღამით მოძრაობისას განსაკუთრებულ საშიშროებას ქმნის წვიმა. სველი საფარი სინათლეს ირეკლავს. საქარე მინაზე გარედან არსებული წყლის წვეთები და შიგნიდან დაორთქლილი მინა ხელს უშლის მძღოლს სიტუაციის სწორად აღქმაში. წვიმის გადაღების შემდეგ ავტომობილის ფარები იფარება ტალახის შხეფებით, და ისინი პრაქტიკულად ვეღარ ანათებენ გზას, ამიტომ საჭიროა მათი პერიოდულად გაწმენდა. არანაკლებ საშიშია ჭუჭყიანი საქარე მინა, რომელმაც მხედველობის არე  შეიძლება 20–30 –ჯერ შეამციროს.
     ღამით მოძრაობისას დიდ დახმარებას გაგიწევთ ნისლსაწინააღმდეგო ფარები. ისინი უფრო დაბლაა განლაგებული, ვიდრე ძირითადი ფარები, ამიტომ არ იწვევს შემხვედრი მძღოლის „დაბრმავებას" და სველი გზის ზედაპირიდან სინათლის არეკვლას.

 

     არასაკმარისი ხილვადობა შეიძლება შეიქმნას თოვის, კოკისპირული წვიმის და ნისლის გამო. განსაკუთრებით საშიშია ნისლი. იგი ისეთი ხშირი შეიძლება იყოს, რომ ჩართული ფარების შემთხვევაშიც  კი 3–5 მეტრის მანძილზე  ვერაფერი  დაინახოთ.

 

    ნისლიან ამინდში საგნები ორჯერ უფრო დაშორებული ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია და იცვლება ფერთა გამა. მწვანე ფერი იღებს ყვითელ შეფერილობას, ყვითელი კი – წითელს. მხოლოდ წითელი სინათლე ინარჩუნებს შეფერილობას. სწორედ ამის მიხედვით შეარჩიეს შუქნიშნის ფერები.
     ტემპერატურათა სხვაობის გამო საქარე მინაზე შიგნიდან ხდება წყლის წვეთების კონდენსირება, რაც საგრძნობლად უზღუდავს მძღოლს მხედველობის არეს. ნისლში ჩართული უნდა გქონდეთ ახლო განათება ან ნისლსაწინააღმდეგო ფარები. განსაკუთრებით ეფექტურია ნისლსაწინააღმდეგო ფარების გამოყენება. ნისლს აქვს ასეთი თვისება: იგი დედამიწიდან 0,5 მეტრ სიმაღლემდე არ არსებობს. ნისლსაწინააღმდეგო ფარები განლაგებულია გზიდან მცირე სიმაღლეზე და ანათებენ ნისლსა და გზას შორის სივრცეს. ამ დროს სინათლე ნაკლებად განიბნევა და განათების ხარისხი უკეთესია, ვიდრე ძირითადი ფარების გამოყენებისას.




Copyright MyCorp © 2024