571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 548
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

კვების სისტემა.


     ბენზინით და აირით მომუშავე ძრავებში კვების სისტემა ამზადებს საწვავ ნარევს და აწვდის ცილინდრებში, ხოლო დიზელის ძრავებში უზრუნველყოფს საწვავის მაღალი წნევით შეფრქვევას ცილინდრებში. ბენზინით მომუშავე ძრავები შეიძლება იყოს კარბურატორიანი ან შეფრქვევის სისტემით აღჭურვილი.
     კარბურატორიანი ძრავის კვების სისტემა შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისგან: ავზი, საწვავის მიმღები, ტუმბო, ფილტრი და კარბურატორი. ტუმბო ავზიდან ამოიწოვს ბენზინს, რომელიც გაიწმინდება ფილტრში და მიეწოდება კარბურატორს. (ვიდეო). კარბურატორში ბენზინი და ჰაერი ერევა ერთმანეთს და მიეწოდება ცილინდრებში. (ვიდეო).ცილინდრებში ხდება საწვავი ნარევის დაწვა, რის შედეგადაც გამოყოფილი ენერგია გარდაიქმნება მუხლა ლილვის ბრუნვად.
 




     ბენზინის შეფრქვევის სისტემა შეიძლება იყოს მონოწერტილოვანი ან მრავალწერტილოვანი. მონოწერტილოვანი სისტემის შემთხვევაში ბენზინი მიეწოდება შემშვებ მილსადენს ერთი მფრქვევანიდან, ხოლო მრავალწერტილოვანი სისტემის შემთხვევაში ბენზინი მიეწოდება შემშვებ მილსადენს რამდენიმე მფრქვევანიდან. მრავალწერტილოვან სისტემაში ყოველ ცილინდრს გააჩნია საკუთარი მფრქვევანა.



     შეფრქვევის მქონე ძრავის კვების სისტემა შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისგან: ავზი, ტუმბო, ფილტრი, მფრქვევანები, დროსელი, მართვის ელექტრონული ბლოკი და გადამწოდები. რამდენიმე გადამწოდისაგან მიღებულ ინფორმაციას გადაამუშავებს მართვის ელექტრონული ბლოკი და მფრქვევანების საშუალებით ცილინდრებს მიაწვდის ბენზინს ზუსტი დოზირებით. შეფრქვევის სისტემის მქონე ძრავები გაცილებით ეკონომიურია კარბურატორიან ძრავებთან შედარებით. (ვიდეო).




     საავტომობილო ძრავებში საწვავად ასევე გამოიყენება ბუნებრივი აირი და თხევადი აირი. აირბალონიანი კვების სისტემის ძირითადი ნაწილებია: ბალონი, რედუქტორი, გაზის სარქველი, შემრევი, დოზატორი და მართვის ელექტრონული ბლოკი. ბალონიდან მაღალი წნევით გამოსული აირი გაივლის რედუქტორში, სადაც წნევა მცირდება საჭირო ზომამდე და მიეწოდება შემრევს. შემრევში ჰაერი და გაზი ერევა ერთმანეთს და წარმოქმნილი საწვავი ნარევი მიეწოდება ძრავის ცილინდრებს. დოზატორი და ელექტრონული ბლოკი უზრუნველყოფენ აირის საჭირო რაოდენობით მიწოდებას შემრევში.





     დიზელის კვების სისტემაში საწვავად გამოიყენება სოლიარის ზეთი(ე.წ. "სალიარკა"). დიზელის საწვავით მომუშავე ძრავს არ გააჩნია ანთების სისტემა. ასეთ ძრავში "სალიარკა" აალდება შეკუმშვის შედეგად გახურებულ ჰაერში მისი შეფრქვევის გზით. დიზელის კვების სისტემა შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისგან: ავზი, ფილტრი, საწვავმიმწოდებელი ტუმბო, მაღალი წნევის ტუმბო, მაგისტრალი და მფრქვევანები. საწვავმიმწოდებელი ტუმბო ავზიდან საწვავს გადატუმბავს მაღალი წნევის ტუმბოში, საიდანაც საწვავი მაღალი წნევით მიეწოდება მფრქვევანებს მაგისტრალის გავლით. მფრქვევანების საშუალებით ხდება საწვავის გაფრქვევა ცილინდრებში შეკუმშულ ჰაერში, რის შედეგადაც ხდება საწვავი ნარევის წარმოქმნა და პარალელურად მისი აალება მაღალი ტემპერატურის გავლენით. (ვიდეო).







Copyright MyCorp © 2024