გაგრილების სისტემა.
გაგრილების სისტემის დანიშნულებაა აართვას ზედმეტი სითბო ძრავის გახურებულ დეტალებს და დაამყაროს ოპტიმალური სითბური რეჟიმი. ბენზინზე მომუშავე ძრავებისათვის ოპტიმალურ სითბურ რეჟიმად ითვლება 90–95° C. ძრავების უმეტესობა სითხით გრილდება. გამაგრილებელ სითხედ გამოიყენება წყალი ან ანტიფრიზი. ანტიფრიზი არის ნივთიერება, რომელიც არ იყინება. იგი ძალიან მომწამლავია, ამიტომ კანზე მოხვედრისას უნდა დაიბანოთ საპნიანი წყლით. გაგრილების სისტემის ძირითადი ნაწილებია: ტუმბო, თერმოსტატი, გაგრილების პერანგები, რადიატორი და ვენტილატორი.