571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 548
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

დასახლებულ პუნქტში მოძრაობა.


     დასახლებულ პუნქტში მოძრაობა იმიტომაა რთული, რომ მძღოლს ხშირად უხდება გაჩერება, დაძვრა, მოძრაობა გადატვირთულ გზებზე, მოხვევა, მობრუნება და ზოლებზე გადაადგილება. მაგრამ ყველაზე დიდ სირთულეს მძღოლს ქვეითები უქმნიან.
     მოძრაობის დაწყების წინ კარგად დაათვალიერეთ გზა და მოძრაობა ისე დაიწყეთ, რომ ხელი არ შეუშალოთ სხვა მძღოლებს და ქვეითებს. შეირჩიეთ უსაფრთხო დისტანცია და არ გამოგრჩეთ წინ მიმავალი ავტომობილის „სდექ–სიგნალის" ანთება. „სდექ–სიგნალი" ინთება მაშინ, როდესაც წინ მიმავალი მძღოლი იწყებს დამუხრუჭებას. თუ წინ მიმავალი ავტომობილის ფანჯრებშიც ხშირად გაიხედავთ, თქვენთვის უფრო ადვილი იქნება მისი მძღოლის მოქმედების პროგნოზირება.
     გზების ნებისმიერი გადაკვეთა, შეერთება ან განშტოება ერთ დონეზე არის გზაჯვარედინი.  გზაჯვარედინი შეიძლება იყოს ჯვრისმაგვარი, T–მაგვარი, X–მაგვარი, წრიული და შერეული. გზაჯვარედინთან მიახლოებისას განსაზღვრეთ მისი ტიპი, დააკვირდით არის თუ არა შუქნიშანი და პრიორიტეტული ნიშნები, მოძრაობის მიმართულების შესაბამისად შეირჩიეთ მოძრაობის ზოლი, შეაფასეთ ხილვადობა და სხვა მრავალი პარამეტრი,რომელიც აუცილებელია უსაფრთხო მოძრაობისას.
     მოუწესრიგებელ გზაჯვარედინთან მიახლოებისას შეამცირეთ სიჩქარე, გაიხედეთ მარჯვნივ, მარცხნივ, დააფიქსირეთ ქვეითები და თუ ხელს არავის უშლით, გაიარეთ გზაჯვარედინი. გზის დათმობის შემთხვევაში ავტომობილი ისე გააჩერეთ, რომ კარგად ხედავდეთ გზაჯვარედინის ყველა შემოსასვლელს და ხელი არ შეუშალოთ მოძრაობაში სხვა მძღოლებს და ქვეითებს.
     მარჯვნივ მოხვევა უნდა შეასრულოთ უკიდურესი მარჯვენა ზოლიდან. მოხვევის დაწყებამდე ტროტუარს მოცილდით 0,5–1,0 მეტრით, გასცდით ტროტუარის კუთხეს ავტომობილის ნახევარი კორპუსით და დაიწყეთ საჭის შემობრუნება მარჯვნივ. (ვიდეო).
     შედარებით რთულია მარცხნივ მოხვევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეორეხარისხოვანი გზიდან მთავარ გზაზე უნდა გახვიდეთ. მარცხნივ მოხვევის წინ წინასწარ გადაინაცვლეთ უკიდურეს მარცხენა ზოლზე, შეამცირეთ სიჩქარე, შეხედეთ საგზაო ნიშნებს, გაიხედეთ მარცხნივ, მარჯვნივ, შეაფასეთ სიტუაცია და დაბრკოლების არ არსებობის შემთხვევაში დაიწყეთ მარცხნივ მოხვევა. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ თანმხვედრი მიმართულების ნებისმიერ ზოლზე. (ვიდეო).
     მიუხედავად უპირატესობისა, რომელიც შეიძლება მოგანიჭოთ საგზაო ნიშნებმა, მომწესრიგებელმა, საგზაო მონიშვნამ ან შუქნიშანმა, ვალდებული ხართ გამოიჩინოთ სიფრთხილე და აუცილებლობის შემთხვევაში შეძლოთ ავტომობილის ექსტრენული დამუხრუჭება. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ქვეითების მიმართ და გზა დაუთმეთ მათ. არანაკლები ხიფათი შეიძლება შეგიქმნათ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებმა, რომლებიც ხშირად ჩერდებიან და იძვრებიან. თქვენ ვალდებული ხართ გზა დაუთმოთ იმ ქვეითებს, რომლებიც ტრამვაიში ადიან ან ჩამოდიან. დასახლებულ პუნქტებში, რომლებშიც მოქმედებს დასახლებული პუნქტის წესები და კანონები, თქვენ ვალდებული ხართ გზა დაუთმოთ გაჩერებიდან დაძრულ სამარშრუტო ტრანსპორტს.
     დიდ ქალაქებში, სადაც ხშირადაა საჭირო სიჩქარის შემცირება და გაჩერება მძღოლებმა უნდა იმოძრაონ ნაკადურად, ერთნაირი სიჩქარით და ერთნაირი დისტანციის დაცვით. მოძრაობის ასეთი ხერხი უფრო უსაფრთხო და ეკონომიურია. მრავალზოლიან გზაზე თუ მოხვევას არ აპირებთ, უმჯობესია იმოძრაოთ შუა ზოლზე, რადგან უკიდურეს მარჯვენა ზოლზე მოძრავი ტრანსპორტი ხშირად აჩერებს, უკიდურეს მარცხენა ზოლში მოძრავი ტრანსპორტი კი ხშირად მარცხნივ უხვევს ან აბრუნებს და ისინი გამოიწვევენ თქვენ შეფერხებას. (ვიდეო).




Copyright MyCorp © 2024