champion777 - წვიმაში მოძრაობა.
571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 476
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

წვიმაში მოძრაობა.


     წვიმის დროს ავტომობილის სარკეები და ფანჯრები გარედან იფარება წყლის წვეთებით, რაც საგრძნობლად ზღუდავს ხილვადობას. ავტომობილის შიგნით და გარეთ ტემპერატურათა სხვაობის გამო მინები შიგნიდან იორთქლება, რაც დამატებით პრობლემებს უქმნის მძღოლს.

    

     განსაკუთრებით საშიშია წვიმის დასაწყისი, როდესაც გზაზე არსებული მტვერი და წყალი ქმნის სრიალა აპკს. ასეთ გზაზე ძალზე საშიშია მკვეთრი დამუხრუჭება და მაღალი სიჩქარით მოძრაობა მოსახვევებში, რაც ავტომობილის მოცურების მიზეზი შეიძლება გახდეს. გარკვეული დროის შემდეგ სრიალა აპკი გადაირეცხება და გზა ნაკლებად საშიში გახდება.
     გაითვალისწინეთ, რომ წვიმაში სამუხრუჭე მექანიზმის დეტალები სველდება და გაჩერების მანძილი ერთნახევარჯერ იზრდება. ამიტომ მოერიდეთ მაღალი სიჩქარით მოძრაობას.
     გზაზე არსებულ ჩაღრმავებებში გროვდება წყალი და წარმოიქმნება გუბეები. გუბეში გავლისას ბორბლებზე წარმოიქმნება დიდი წინააღმდეგობის ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება მათ ბრუნვას. განსაკუთრებით საშიშია როდესაც ავტომობილის ერთი მხარე გაივლის გუბეში. ამ დროს წარმოიქმნება ცალმხრივი წინააღმდეგობა, რამაც შეიძლება ავტომობილი შემოაბრუნოს. ამ მოვლენის თავიდან ასაცილებლად გუბეში გავლამდე შეამცირეთ სიჩქარე. მოერიდეთ გუბეში გავლას, რადგან იგი შეიძლება ფარავდეს ღრმა ორმოს და მასში სწრაფად გავლის შემთხვევაში შესაძლებელია ავტომობილის საკიდარის საკმაოდ სერიოზული დაზიანება.

 

    
     მსუბუქ ავტომობილს შეუძლია 0,5 მეტრი სიღრმის ფონის გადალახვა. ფონის გადალახვისას ნელა იმოძრავეთ, თორემ წარმოქმნილმა ტალღამ შეიძლება ძრავის ანთების სისტემა დაასველოს და ძრავი გათიშოს. როდესაც წყლიდან ამოხვალთ ძრავს მოუმატეთ ბრუნვები, ხოლო მარცხენა ტერფით რამდენჯერმე დაამუხრუჭეთ. ხახუნის შედეგად გამოყოფილი სითბო გააშრობს სამუხრუჭე მექანიზმის დეტალებს და მუხრუჭის ეფექტურობა აღდგება.
     სველ გზაზე სწრაფად მოძრაობისას შეიძლება წარმოიშვას მოვლენა, რომელსაც აკვაპლანირება  ეწოდება. ამ დროს წყალი ვერ ასწრებს სალტის ჭრილებიდან გამოწნეხვას და სალტეების წინ წარმოიქმნება წყლის „სოლი".



     სალტე რამდენიმე მილიმეტრით ზევით იწევს გზის ზედაპირიდან და მოძრაობს წყლის ფენაზე. ამ დროს ბორბლების ჩაჭიდება გზასთან პრაქტიკულად ნულის ტოლია და ავტომობილი მიცურავს წყალზე. აკვაპლანირების დაწყებისას ავტომობილი უმართავი ხდება და მისი დამორჩილება გამოცდილი მძღოლისთვისაც შეუძლებელია.



     სიცჩქარე, რომლის დროსაც შეიძლება დაიწყოს აკვაპლანირება დამოკიდებულია სალტის ხარისხზე, მისი პროტექტორის მდგომარეობაზე, გზის საფარის მდგომარეობაზე, წყლის ფენის სისქეზე და წინა ბორბლების დატვირთვაზე. აკვაპლანირება იწყება მაშინ, როდესაც ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე 80 კმ/სთ–ს აღემატება, ხოლო წყლის ფენის სისქე დაახლოებით 5–8 მილიმეტრია. აკვაპლანირებიდან თავის დასაღწევად საჭიროა ძრავით დამუხრუჭების მეთოდის გამოყენებით მდორედ შემცირდეს სიჩქარე 60 კმ/სთ–ზე დაბლა. კატეგორიულად აკრძალულია მუშა მუხრუჭის გამოყენება. იგი შეიძლება მოცურების მიზეზი გახდეს. სიჩქარის შემცირების შემდეგ აღდგება ბორბლების კონტაქტი სავალი ნაწილის ზედაპირთან და აკვაპლანირება შეწყდება.




Copyright MyCorp © 2016