champion777 - პარკირება
571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 476
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

პარკირება.


    ტრანსპორტის განლაგებას ავტოსადგომებზე ხანგრძლივი დროით პარკირება ეწოდება. ხშირად პარკირებისათვის გამოყოფილია სპეციალური მოედნები, მაგრამ პარკირება შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ სავალ ნაწილზე. დასახლებულ პუნქტში პარკირება უნდა შეასრულოთ ტროტუარის გასწვრივ, მაგრამ გზის ზოგიერთ უბანზე პარკირება დასაშვებია ტროტუართან კუთხით. ასეთ შემთხვევაში გამოყენებული იქნება  შესაბამისი მონიშვნა და დამატებითი ინფორმაციის ნიშნები. ქვედა სურათებზე ნაჩვენებია პარკირების არასასურველი ხერხები.



    თუ პარკირება ხდება ტროტუარის გასწვრივ გაჩერებულ ორ ავტომობილს შორის, მაშინ უმჯობესია გამოიყენოთ უკუსვლა. პარკირების შესრულება ადვილია მაშინ, თუ მანძილი გაჩერებულ ავტომობილებს შორის არის ერთნახევარჯერ მეტი თქვენი ავტომობილის სიგრძეზე.
      პარკირება ტროტუარის გასწვრივ ორ ავტომობილს შორის ასე უნდა განახორციელოთ:

  •     გააჩერეთ ავტომობილი №2 ავტომობილის გვერდით. ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით ნახევარი მეტრი (B=0.5 მ.);


  •     ჩართეთ უკანა გადაცემა და შებრუნდით უკან;
  •     მდორედ დაიძარით და როდესაც თქვენი ავტომობილის შუა ნაწილი გაუსწორდება №2 ავტომობილის უკანა გაბარიტს, შემოაბრუნეთ საჭე მარჯვნივ. საჭის  ბრუნვისას ყურადღება მიაქციეთ თქვენი ავტომობილის დაშორებას ტროტუარიდან;

 

  •     როდესაც თქვენი ავტომობილის ცხვირი გასცდება №2 ავტომობილის უკანა გაბარიტს, დაიწყეთ საჭის შემობრუნება მარცხნივ. საჭე ისე აბრუნეთ, რომ თქვენი ავტომობილი ტროტუარის პარალელურად გაჩერდეს. ბორბლები ტროტუარიდან დაცილებული უნდა იყოს არაუმეტეს 20 სანტიმეტრისა;


  •     დაძარით ავტომობილი წინ და ისე გაჩერდით, რომ თანაბარი მანძილით იყოთ დაშორებული  №2 და  №1 ავტომობილებიდან. (ვიდეო).

     ანალოგიურად ხდება ტროტუართან კუთხით პარკირება. მანძილი გაჩერებულ ავტომობილებს შორის უნდა იყოს თქვენი ავტომობილის სიგანეზე ორჯერ ან უფრო მეტი.

  •     გასცდით №2 ავტომობილს და გაჩერდით;
 

  •     ჩართეთ უკანა გადაცემა და შეტრიალდით უკან;
  •     მდორედ დაიძარით უკუსვლით და როდესაც თქვენი ავტომობილის შუა ნაწილი გაუსწორდება №2 ავტომობილის ცხვირს, დაიწყეთ საჭის შემობრუნება მარჯვნივ;

 

  •     როდესაც თქვენი ავტომობილი №2 ავტომობილის თითქმის პარალელური გახდება, დაიწყეთ საჭის შემობრუნება მარცხნივ;

 
  •     მიუახლოვდით ტროტუარს და გაჩერდით.

     №2 და №1 ავტომობილებს შორის დატოვეთ თანაბარი მანძილი, რათა ორივე მძღოლმა შეძლოს კარის შეუფერხებლად გაღება.




Copyright MyCorp © 2016