champion777 - მუხრუჭი
571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 476
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მუშა მუხრუჭი.


     მუშა მუხრუჭის საშუალებით ვამცირებთ მოძრაობის სიჩქარეს ან ვაჩერებთ ავტომობილს. დამუხრუჭების პროცესი დამყარებულია ხახუნის ძალების მოქმედებაზე.

ჰიდრავლიკური მუხრუჭი.

   მსუბუქ ავტომობილებზე გამოყენებულია მუშა მუხრუჭი ჰიდრავლიკური ამძრავით. ასეთი მუხრუჭი შედგება მექანიზმისგან და ამძრავისგან. დამუხრუჭებისას ამოქმედდება ოთხივე ბორბალში განთავსებული სამუხრუჭე მექანიზმი. ამძრავის ძირითადი ნაწილებია: სატერფული, ვაკუუმური გამაძლიერებელი და მთავარი ცილინდრი.



     სამუხრუჭე მექანიზმი შეიძლება იყოს დისკური ან დოლური.  წინა მუხრუჭი დისკურია, ხოლო უკანა–დოლური. თანამედროვე ავტომობილებზე კი იყენებენ მხოლოდ დისკურ მუხრუჭებს, რადგან უკეთესი მახასიათებლები აქვს დოლურთან შედარებით. დისკური მუხრუჭის ძირითადი ნაწილებია: მუშა ცილინდრი, ხუნდები და დისკო. (ვიდეო). დოლური მუხრუჭის ძირითადი ნაწილებია: მუშა ცილინდრი, ხუნდები და დოლი. (ვიდეო).
         თანამედროვე ავტომობილები აღჭურვილია ABS სამუხრუჭე სისტემით. ასეთი სისტემა გამორიცხავს ბორბლების მოცურებას დამუხრუჭების დროს და ზრდის მუხრუჭის ეფექტურობას. (ვიდეო).


პნევმატური მუხრუჭი.

     პნევმატურამძრავიანი მუშა მუხრუჭი გამოიყენება სატვირთო ავტომობილებზე ან ავტობუსებზე. ასეთი მუხრუჭის ამძრავში გამოიყენება შეკუმშული ჰაერი. პნევმატური ამძრავის ძირითადი ნაწილებია: კომპრესორი, ბალონები, სამუხრუჭე კამერები, სამუხრუჭე ონკანი, მილსადენი და მანომეტრი.



სადგომი მუხრუჭი.


     სადგომი მუხრუჭის საშუალებით ხდება უძრავი მდგომარეობის შენარჩუნება. სადგომი მუხრუჭის გამოყენებისას მუხრუჭდება მხოლოდ უკანა ბორბლები. სადგომი მუხრუჭის სახელური განლაგებულია წინა სავარძლებს შორის. ზოგიერთ ავტომობილში სადგომი მუხრუჭი მოქმედებაში მოდის სატერფულით.





Copyright MyCorp © 2016