571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 549
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ავტომობილის ეკონომიური მართვა.


     თანამედროვე მსუბუქი ავტომობილი ძალიან ეკონომიურია, მაგრამ მისმა არასწორმა ექსპლუატაციამ შეიძლება საკმაოდ გაზარდოს საწვავის ხარჯი. ავტომობილის ეკონომიურობაზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები:

  •     ძრავის შეთბობა ხანგრძლივი დგომის შემდეგ;
  •     ავტომობილის დაძვრა;
  •     აქსელერატორის და გადაბმულობის სატერფულზე სწორი და შეთანხმებული მოქმედება;
  •     გადაცემის დროული გადართვა;
  •     სიჩქარის რაციონალურად შერჩევა;
  •     გაქანების და შენელების რაციონალური შესრულება.

     მსუბუქი ავტომობილის ამუშავება –30°C ტემპერატურაზეც შესაძლებელია. ცივი ძრავის ამუშავება დამოკიდებულია მის ტექნიკურ მდგომარეობაზე, ანთების და კვების სისტემების გამართულობაზე, აკუმულატორთა ბატარეის დამუხტვის ხარისხზე, გამოყენებული ზეთის და ბენზინის ხარისხზე.
ცივი ძრავის შეთბობა საწვავის მნიშვნელოვან ეკონომიას გვაძლევს. მძღოლის წინ ხელსაწყოთა ფარზე მოთავსებულია ხელსაწყო, რომელიც ძრავის ტემპერატურას ზომავს. მის შკალაზე დატანილია ლურჯი და წითელი უბნები. ძრავი უნდა შევათბოთ მანამ, როცა ისარი ლურჯ უბანს  გადასცდება. ამ დროს ძრავი შემთბარია +50°C ტემპერატურამდე.

 

     ძრავის შეთბობა შეიძლება დავაჩქაროთ ძრავის ბრუნვის გაზრდით (გაზის მომატებით), მაგრამ საწვავის ხარჯი 2–2,5 –ჯერ გაიზრდება, ხოლო მომწამვლელი ნივთიერებების რაოდენობა გამონაბოლქვში გაიზრდება 2–ჯერ.
     მოძრაობის პროცესში სანამ ძრავი მიაღწევს ნორმალურ ტემპერატურას უნდა მოერიდოთ ავტომობილის მკვეთრ გაქანებას, რადგან ამ დროს საწვავის ხარჯი 50 %–ით იზრდება.
     ბენზინზე მომუშავე ძრავი მაქსიმალურ ეკონომიურობას ამჟღავნებს 2500–3500 ბრ/წთ სიხშირეზე, ხოლო დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი – 1500–2500 ბრ/წთ სიხშირეზე. როდესაც ბენზინზე მომუშავე ძრავის ბრუნვის სიხშირე 2500 ბრ/წთ–ზე ნაკლები ხდება, ხოლო  დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავისა – 1500 ბრ/წთ–ზე ნაკლები, გადაცემათა კოლოფის ბერკეტი უნდა გადავიტანოთ დაბალ გადაცემაში.
     გადაცემათა კოლოფის ბერკეტი ზედა გადაცემაში უნდა გადავიტანოთ მაშინ, როდესაც ბენზინზე მომუშავე ძრავის ბრუნვის სიხშირე გადააჭარბებს 3500 –ს, ხოლო დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავის ბრუნვის სიხშირე – 2500–ს.
     ძრავი მაქსიმალურ ეკონომიურობას ავლენს მაშინ, როდესაც ავტომობილი მოძრაობს მაქსიმალური დასაშვები სიჩქარის 2/3 სიდიდით. მაგ; თუ ავტომობილის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარეა 150 კმ/სთ, მაქსიმალურ ეკონომიურობას გამოავლენს 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას.





Copyright MyCorp © 2024